logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ამბიცია უკრაინაში ბევრად მეტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა
- +

22 თებერვალი. 2016. 00:21


„ჩემი ამბიცია უკრაინაში ბევრად მეტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა," - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.


„მე მინდა სრულიად ახალი თამაშის წესების დამკვიდრება და სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტის მოყვანა ქვეყნის სათავეში. ჩვენ აქ დავიწყეთ იგივე მოძრაობა, რაც საქართველოში დავიწყეთ 2000-იანი წლების დასაწყისში. შევკრიბეთ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული პარლამენტარი, ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა რეგიონული ლიდერები, მინისტრის მოადგილეები და ერთი-ორი მინისტრიც. ეს ხალხი მიმართულია იმისკენ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს სიტუაცია უკრაინაში. კიევი-ოდესაში წინ და უკან დავდივარ. 20 რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ ხალხი და მომდევნო 22 დღეში 22 ქალაქს ვესტუმრები. ახალ ხალხს ავრკიბავთ. ეს არ არის პარტია. პარტიები ასოცირებულია ოლიგარქების პროექტებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



"ასეთ დიდ ბრძოლაში მე არასდროს ვყოფილვარ", - აღნიშნა სააკაშვილმა.



 

right_banner
არქივი
right_banner