logo_geo
eng_logo
სირიაში აფეთქებებს 140 ადამიანი ემსხვერპლა
- +

22 თებერვალი. 2016. 11:04



„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ჰომსში განხორციელებულ აფეთქებებს სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



დამასკოს გარეუბანში ოთხი აფეთქება გუშინ მოხდა, შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი ქალაქ ჰომსში მომხდარ აფეთქებას 57 ადამიანი შეეწირა.



თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნების არ უნდა ეშინოდეთ.



ჩვენ გვსურს, რომ ხალხი სირიაში დაბრუნდეს", - განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.



თითქმის ხუთწლიანი დაპირისპირების განმავლობაში სირია 11 მილიონზე მეტმა სირიელმა დატოვა. 250 000-ზე მეტი ადამიანი კი კონფლიქტს შეეწირა.





 

right_banner
არქივი
right_banner