logo_geo
eng_logo
აშშ-მა და რუსეთმა სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს
- +

23 თებერვალი. 2016. 10:57


აშშ-მა და რუსეთმა სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს. შეთანხმების მიხედვით სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან შევა ძალაში.


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სირიის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ტელეფონით განიხილა.


„აშშ და რუსეთი გამოდიან ინიციატივით, სამხედრო მოქმედებები შეწყდეს დამასკოს დროით, 2016 წლის 27 თებერვლის 00:00 საათიდან. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა შეეხოს სირიის კონფლიქტის იმ მხარეებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეთანხმებას და მიიღეს მისი პირობები", - ნათქვამია აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში. განცხადების ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.


რუსეთის პრეზიდენტმა  სისხლისღვრის შეჩერებისკენ შეთანხმებას რეალური გადადგმული ნაბიჯი უწოდა:


„რუსეთი ჩაატარებს აუცილებელ სამუშაოებს დამასკოსთან, მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ ანალოგიურ სამუშაობს მის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებთან გამართავს. ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთობლივად მონიშნავენ რუკებზე იმ ტერიტორიებს, სადაც შეწყდება ავიადარტყმები", - განაცხადა პუტინმა.


 

right_banner
არქივი
right_banner