logo_geo
eng_logo
ნოყიერი სადილი მაკარონით და ფარშით
- +

10 მარტი. 2020. 12:45

 

 

მაკარონი - 350 გ

ფარში - 200 გ

მოხარშული ლობიო - 150 გ

ტომატ-პასტა - 1 ს.კ.

წყალი - 80-100 მლ

მარილი და პილპილი

დაფნის ფოთოლი

გახეხილი ყველი - 200 გ

მწვანე ხახვი

 

მომზადების წესი

 

მაკარონი მოხარშეთ და გადაწურეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, დაამატეთ ფარში, დაფნის ფოთოლი და შუშეთ რამდენიმე წუთი, სანამ გამოშვებულ წვენს არ დაიშრობს. შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალში გახსნილი ტომატი და გადაწურული ლობიო (გამოიყენეთ სახლში მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო).  ფარში უნდა იყოს წვნიანი. დაამატეთ მარილი და პილპილი.  ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მაკარონი, მოაყარეთ ფარში, ზემოდან მოახეხეთ სულგუნი ან სხვა რომელიმე რბილი ყველი, ნაკლებ მარილიანი. შედგით ღუმელში და შეწვით, სანამ ყველი არ მოიბრაწება და ჩადნება. მოაყარეთ მწვანე ხახვი და გემრიელად მიირთვით.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner