reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: უმჯობესია, ასეთი ეროვნული ბანკი საერთოდ არ არსებობდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 02 დეკემბერი, 2021. 02:26
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: უმჯობესია, ასეთი ეროვნული ბანკი საერთოდ არ არსებობდეს!
ავტორი: ანა ნოდია
29 მაისი, 2015. 21:20



რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის კანცელარიაში, გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკურ მრჩეველთან შედგა ექსპერტების შეხვედრა, სადაც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი განიხილებოდა. შეხვედრა დემურ გიორხელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. გიორხელიძე საუბრობს, სად არის პრობლემა და რატომ გადაწყვიტა ამ შეხვედრის დატოვება. ექსპერტი „რეპორტიორთან" საუბარში განმარტავს, რომ მას საკონფლიქტო არავისთან აქვს, არც არასამთავრობოებთან და არც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან, რომლებიც გიორგი ქადაგიძეს მხარს უჭერენ. აქვე, გიორხელიძე საუბრობს, რომ თუ აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, გამოვა, რომ იგი მფარველობს გიორგი ქადაგიძეს.


„მოდით ასე ვთქვათ-პრობლემა არსებობს! ამ პრობლემას ქმნის ის, რომ ბანკების ზედამხედველობა სათანადოდ არ ხდება და საბანკო სექტორი გადაიქცა მონსტრად. ეს არ ხდება არცერთ ქვეყანაში. გარდა ამისა, ბანკები არიან არაპროფილური აქტივობის მფლობელები, როგორ ტრანსფორმირდება ის ბიზნესები რაც ამ სფეროს უკავშირდება -დეველოპელური, ტურიზმი, ჯანდაცვა და ა.შ. ცნობილი არ არის.

 

რაკი მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კარგი ურთიერთობა არ არის და შედეგი სახეზეა-ლარის დევალვაცია, პოლიტიკური მოსაზრებებია, რომ შესუსტებული იქნას ეროვნული ბანკის გავლენა. კანონპროექტი, რომელიც არსებობს, არ არის ძალიან კარგი, მაგრამ არის სიტუაციური-ბანკების ზედამხედველობა გამოიყოს ეროვნული ბანკიდან. რომ იყოს ნორმალური ურთიერთობა, არსებობდეს კოორდინაცია და ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის, მაშინ ბანკების ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია ძალიან ეფექტურად იმუშაოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში. საქმე არის პოლიტიკური ნების არარსებობასა და პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

 

ამ შეხვედრაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან წინა ხელისუფლებასთან და არ მომწონს, როცა შენი ქვეყნის პრობლემასა და გასაჭირზე საუბრობ, ამ დროს კი განსაკუთრებულ აღფრთოვანებას გამოთქვამ ქადაგიძის მიმართ. საუბრობ, რომ ეს ინიციატივა დააქცევს ყველაფერს! ქართული ეკონომიკა უკვე დაქცეულია, მასზე ვეღარაფერი იმოქმედებს ნეგატიურად.

 

ბანკების ზედამხედველობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკები ვითარდებიან არანორმალურად და ეკონომიკა კვდება. შეუძლებელია განადგურებული ეკონომიკის ფონზე, ბანკები ჰაერიდან უზარმაზარ მოგებას იღებდნენ. ეს არის მთავარი თემა.

 

მე ვურჩიე პრეზიდენტის მრჩეველს, თუკი ამ კანონპროექტს ხისტად დაადებს ვეტოს და ალტერნატივებს არ შესთავაზებს, მაშინ პრეზიდენტის ავტორიტეტი ძალიან დაზიანდება. ეს მის იმიჯს კარგს არაფერს მოუტანს.

 

ეს კანონპროექტი, რომელიც არ არის იდეალური, ვინაიდან ეროვნული ბანკის სრულ კონცეფციას არ შეიცავს, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს მაინც მართებს უფრო არგუმენტირებულად იმოქმედოს. ის შტამპადქცეული მოსაზრება, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი არ შესუსტდეს, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ეროვნული ბანკი უნდა შესუსტდეს და საერთოდაც, უმჯობესია, ასეთი ეროვნული ბანკი არ არსებობდეს!", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016