reportiori.ge - პრემიერ-მინისტრმა დიპლომატთა კორპუსისათვის საზეიმო მიღება გამართა (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 11 აგვისტო, 2022. 09:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა დიპლომატთა კორპუსისათვის საზეიმო მიღება გამართა (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)
21 დეკემბერი, 2013. 04:28

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მიღებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. შეკრებილ სტუმრებს ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, მივმართო ესოდენ პატივცემულ საზოგადოებას. ჩემი დანიშვნის შემდეგ ეს არის დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენი პირველი შეხვედრა. მე იმედი მაქვს,რომ კიდევ ბევრჯერ მოგვეცემა აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის საშუალება.
ყველა, ვინც იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას, აცნობიერებს საერთაშორისო თანამეგობრობის, კონკრეტულად კი - მეგობარი ქვეყნების დიპლომატების განსაკუთრებულ როლს ჩვენი არც თუ ისე შორეული წარსულის კრიტიკულ მომენტებში, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
პატივცემულო ელჩებო, გარწმუნებთ, რომ ყოველთვის დაფასებული იქნება თქვენი როლი და ჩართულობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში, რომლისთვისაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ.
კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოქალაქეთა სახელით თქვენი მხარდაჭერის, დახმარებისა და თანადგომისათვის.
2014 წელი უკვე მოახლოვდა. გილოცავთ ახალი წლის დადგომას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის განსამტკიცებლად,"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016