reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 24 ოქტომბერი, 2021. 03:39
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს!
08 ნოემბერი, 2014. 23:10

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, კრიმინალის ზრდა არ მომხდარა და აღნიშნულზე აპელირების საფუძველი არ არსებობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს. კრიმინალის ზრდაზე ვერ ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს. არავითარი საფუძველი არ არსებობს. კრიმინალის ზრდა არ მომხდარა, თუმცა ამის საფუძველი იყო. არა ის, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს - ამას შეეძლო კრიმინალის დროებითი ზრდა გამოეწვია ახლოპერიოდში, არამედ სხვა რამ მინდა ვთქვა - ყველამ იცის "ნაციონალური მოძრაობის" დროს ციხეებში რაც ხდებოდა, კლავდნენ და აწამებდნენ და ამის ამსახველ კადრებს თვითონ ავრცელებდნენ შეგნებულად, რომ კრიმინალი შეემცირებინათ - კრიმინალს ებრძოდნენ ამ მეთოდით: შეხვალ ციხეში შეიძლება ვეღარ გამოხვიდე. დღევანდელი სიტუაცია არის დიამეტრულად საპირისპირო. დღეს ციხეებში ჰეპატიტსაც კი მკურნალობენ, ანუ კრიმინალს შიში დაეკარგა ციხეში წასვლის. წესით ამან უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა, თუმცა პოლიცია ძალიან ეფექტურია, რომ ეს არ ხდება. ასეთ პოლიციას ნუ ებრძვიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016