reportiori.ge - ნუგზარ ფოფხაძე: რუსულ მედიაში ჩვენთვის ყურადსაღები „გაჟონვა“ მოხდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 11 აგვისტო, 2022. 09:48
პოლიტიკა
ნუგზარ ფოფხაძე: რუსულ მედიაში ჩვენთვის ყურადსაღები „გაჟონვა“ მოხდა...
28 ნოემბერი, 2015. 15:32

 


„რუსულ მედიაში ჩვენთვის ყურადსაღები „გაჟონვა" მოხდა...

 

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ცხადდება, რომ კრემლს აქვს სრული სამართლებლივი უფლება, გადახედოს და დენონსირებაც კი მოახდინოს თურქეთ-საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებისა, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს.

 

ეს იმ ხელშეკრულებაზეა საუბარი, რომლის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდა ყარსში 1921 წლის 22 სექტემბერს და რომლის ძალითაც, მაშინდელი თურქეთის ტერიტორია 30%-თ გაიზარდა. და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ამ აქტით, გახლდათ საქართველო.

 

სერიოზული ექსპერტებისთვის მოსალოდნელი იყო ის, რომ „თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტის" შემდეგ, როცა რუსეთმა სიტყვიერად (!!!) თურქეთთან საომარი მოქმედებები გამორიცხა, კრემლი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამდა სწორედ დიპლომატურ სფეროში.

 

ასეც ხდება.

დიპლომატიურ-სამართლებლივი დაპირისპირება ჩვენს ჩრდილო-სამხრეთ მეზობლებს შორის ხანგრძლივი და მწვავე იქნება. ამ ეტაპზე პროგნოზირება მეტისმეტად სახიფათო საქმეა, ცხადზე ცხადი მხოლოდ ერთი რამ არის: ამ დაპირისპირების შედეგი ერთობ სერიოზულ გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. ამიტომ, სომხეთის პარალელურად, ეს პროცესი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საქართველოსთვის.

 

ასი თვალი და ასი ყური სჭირდება ახლა ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფოს! და რა თქმა უნდა, მედიას!!!

 

უნდა გვახსოვდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს... დიპლომატებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების აზრია საინტერესო უწინარესად!

 

და ძალიან, ძალიან აუცილებელია, რომ თუ მოხდება ამ თემის გაშუქება და საჯარო განხილვები, არ გვიღალატოს სიდინჯემ და სიმშვიდემ, თავიდან უნდა ავიცილოთ ჩვეული წივილ-კივილი, ურა-პატრიოტული ემოციები...

 

მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატიზმი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინება!!!" - წერს ნუგზარ ფოფხაძე.


http://svpressa.ru/politic/article/136909/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016