reportiori.ge - S O S ! - ნუ გაყინავთ მოხუცს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 24 ოქტომბერი, 2021. 04:42
საზოგადოება
S O S ! - ნუ გაყინავთ მოხუცს!
14 დეკემბერი, 2013. 22:49

ქუთაისიში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მშენებარე ეკლესიას 65 წლის სოციალურად დაუცველი მოხუცი რამდენიმე თვეა აფარებს თავს.  სოციალურად დაუცველმა გიორგი გოჭიანმა მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ პირადობა და მისამართი არ აქვს, არ ეხმარებიან.
"მერიაში ბევრჯერ მივედი, თუმცა უარით გამომიშვეს... რა ვქნა, არ მაქვს პირადობა და არც მუდმივი საცხოვრებელი სახლი, არც იმის ფული მაქვს, რომ პირადობა ავიღო. რამდენიმე თვეა, აქ ვცხოვრობ. სიცივისგან მთელი ღამე ვკანკალებ... თქვენც უყურებთ, ნაჩუქარი ლეიბი მთლიანად სველია. დილას რომ გავიღვიძებ, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ არ გამყინა და ისევ ვსუნთქავ. თუმცა ეს ცხოვრება არაა, მთელი ღამე რომ თავზე გათოვს და მთლიანად სველი ხარ, ასე ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია", - ამბობს გოჭიანი.სოციალურად დაუცველ ოჯახს არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ახალგაზრდული პოზიცია" მფარველობს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, თუ მოხუცი უახლოეს საათებში ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში არ გადაიყვანეს, სიცივისგან გაიყინება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016