reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: არ უნდა გაგვიკვირდეს, ცოდვებისთვის ვისჯებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 24 ოქტომბერი, 2021. 04:45
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: არ უნდა გაგვიკვირდეს, ცოდვებისთვის ვისჯებით!
16 დეკემბერი, 2013. 19:12

მოძრაობა ეროვნულების"  ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებას აკეთებს:


ზვიადი და მერაბი! მათთვის პრადოს" ისეთივე ღირებულება ქონდა,როგორც ასანთის ღერს. ამიტომაც მერაბს ერთი პიჯაკი ეცვა ციხიდან გამოსვლის შემდგომ, ხოლო კრიმინალებისაგან დევნილ პრეზიდენტს, სომხეთში ხელფასიდან შემორჩენილი 200 მანეთი აღმოაჩნდა ჯიბეში, რომელიც საჭმლის საყიდლად არ ეყოთ. ალბათ, ეს იყო მიზეზი" იმისა, რომ ორივე ეროვნული გმირი მოკლეს. ქართველებმა მოკლეს, რათა კორუფციაში ჩაფლული, ფულზე დახარბებული, ყაჩაღობით და მკვლელობით გამდიდრებული ხალხი მოეყვანათ ხელისუფლებაში.

 

ამ უდიდესი ცოდვის ჩადენის შემდგომ ვიღაც გაბღენძილი, ქონისგან გასიებული, ფულიანი ერთუჯრედიანი არსება ბრძნული გამომეტყველებით მერაბისა და ზვიადის შეცდომებზე დაგვიწყებს საუბარს, თან არც შერცხვება და ბევრი ლაქია თავის ქნევით მოუსმენს.

 

5 წლის ნახმარ მერსედესს" გადავაყოლეთ საქართველოს პრეზიდენტი და ამიტომაც ვისჯებით დღემდე, ამიტომაც ვუცქერთ პრადოს" ჯიპზე გაგიჟებულ მდაბიოებს და ბნელი გვირაბის ბოლოს ნათელს ამაოდ ვეძებთ! როცა ერთ საუკუნეში, საუკუნის დასაწყისში ღვთისგან მოვლენილ წმინდანს ილია მართალს მოკლავ, ხოლო მეორე ნახევარში ორ წამებულ გმირს - ზვიადსა და მერაბს მოკლავ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ცოდვებისათვის დავისაჯოთ!" - წერს ბრეგაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016