reportiori.ge - მაია კახიძე: „ნიჭიერში“ თენგიზ ფულარიანის მიერ შესრულებული სიმღერა საავტორო უფლებების დარღვევაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 16 ივნისი, 2021. 06:07
საზოგადოება
მაია კახიძე: „ნიჭიერში“ თენგიზ ფულარიანის მიერ შესრულებული სიმღერა საავტორო უფლებების დარღვევაა!
19 ნოემბერი, 2014. 14:50


 

ხვალ, 20 ნოემბერს, ჟურნალისტი მაია კახიძე და ავტორ-შემსრულებელი გიორგი ბარამაშვილი  „თბილისი არტ-ჰოლში" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც მაია კახიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, თენგიზ ფულარიანმა გადაცემა „ნიჭიერში" გიორგი ბარამაშვილის სიმღერა  შეასრულა, ტექსტი გადააკეთა, სარესტორნო სიმღერად აქცია და საავტორო უფლებები მთლიანად დაარღვია:

 


მრავალი წლის წინ დაწერა გიორგი ბარამაშვილმა სიმღერა სოხუმზე, რომელსაც თავადვე ასრულებდა და ამის მტკიცებულებაც არსებობს - ნოტები, ჩანაწერი და ვიდეოც. რამდენიმე ხნის წინ, ეს სიმღრა ინტერნეტში გამოჩნდა უფროსი თაობის წარმომადგენლის, თენგიზ ფულარიანის  შესრულებით და დამახინჯებული ინტერპრეტაციით. არც მისამღერი, არც ავტორისეული თანმიმდევრობა და საერთოდ, ავტორი ვის რაში აინტერესებს თურმე?  ხმამაღლა ვაცხადებ, თენგიზ ფულარიანი, სიმღერას სოხუმზე, ავტორთან შეუთანხმებლად და თავისი ვერსიით ასრულებს. არადა, მუსიკის და ტექსტის ავტორიც გიორგი ბარამაშვილი
გახლავთ. მან იუთუბის საიტის ადმინისტრაციასაც მიმართა თხოვნით, ამოეღოთ თენგიზ ფულარიანის მიერ შესრულებული სიმღერა სოხუმზე, რადგან ავტორი თვლის, რომ ბატონი თენგიზი ამახინჯებს ამ სიმღერის რეალურ ვერსიას ტექსტის შეცვლით დამთავრებული.

 

 

ეს ის სიმღერაა მხოლოდ, შენთვის რომ გინდა ადამიანს. იმიტომაც არ აძლევდა სხვა შემსრულებელს გიორგი ბარამაშვილი და სწორედ ამ  სიმღერით სურდა დაბრუნებულ სოხუმში სტუმრობა. დღესაც სჯერა, რომ იქ იმღერებს. ამასობაში კი ხან რესტორანში აჟღერდა, ხან იუიუბზე დადეს, სოხუმზე გულმტკივანმა  ადამიანებმა ფეისბუის" საკუთარ გვერდებზე აფრიალეს ბატონი ფულარიანის ჩანაწერი.

 

 

ამჯერად კი ნიჭიერში" გაიჟღერა ამ სიმღერამ. არა, არც ნიჭიერზე" და არც ჟიურის წევრებზე არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ავტორს სურს, მისი სიმღერის დამმახინჯებელს შეხვდეს და ვერსად მიაკვლია ბატონი თენგიზის ტელეფონის ნომერს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ამ კარგი სიმღერის ბედი და ავტორი. ახლა მაინც შეძლებს გიორგი სიმართლის გარკვევას...

 

 

ყველა მედიასაშუალებებს, ვისაც ეს თემა გაინტერესეთ, ანუ, რატომ არ ასრულებდა დღემდე თავად ავტორი, რის და ვის გამო დაიწერა ეს სიმღერა, რატომ ატყდა დღეს ასეთი აჟიოტაჟი და სხვა მრავალი უცნობი ისტორიები ამ სიმღერის ირგვლივ, მაშინ მობრძანდით ხუთშაბათს და ყველაფერს იქ შეიტყობთ", - განაცხადა კახიძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016