reportiori.ge - ბატონო პრეზიდენტო! ბატონო პრემიერ - მინისტრო! მამა ილიას თავგანწირვა სახელმწიფოსგან დასაფასებელია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 24 ოქტომბერი, 2021. 04:29
საზოგადოება
ბატონო პრეზიდენტო! ბატონო პრემიერ - მინისტრო! მამა ილიას თავგანწირვა სახელმწიფოსგან დასაფასებელია!
01 იანვარი, 2015. 22:23


"ნორმან ატლანტიკსზე" კატასტროფის დროს მამა ილია კარტოზიას გარდაცვალების დეტალებს იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხი (RAI 2)  სიუჟეტს უძღვნის.

 მამა ილიას, რომელიც ბარში წმიდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, საკუთარი ადგილი სამაშველო ნავში ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და მოგვიანებით,  მისი გადაყვანის დროს ჩაწყდა ბაგირი. სამწუხაროდ, მაშველებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.


სხვათაშორის, 1962 წლის 20 აგვისტოს, რიო-დე ჟანეიროს ახლოს, ოკეანეში ჩავარდნილ ბოინგს ხანძარი გასჩენია და მაშინაც, ქართველ პროფესორს იოსებ ჟორდანიას (იოსებ ჟორდანია (დ. 1895 - გ. 20 აგვისტო, 1962), ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

1923 წელს ჟორდანიამ დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იგი განაგებდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას.

1942 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. ამასთან, 1944 წლიდან იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის გამგე. 1950 წლიდან დაინიშნა მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად.

1958 წელს იოსებ ჟორდანია თბილისში გადმოვიდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე.

იოსებ ჟორდანია შეისწავლიდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა.

დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. დაკრძალულია თბილისში.)

თავისი სამაშველო რგოლი უბილეთო გოგონასთვის  დაუთმია. თავად პროფესორმა ცურვა არ იცოდა და მის დაღუპვას დიდმა ქართველმა პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ ბალადაც მიუძღვნა... "ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე" - ასე ჰქვია ლექსს, რომელშიც პოეტი ჟორდანიას გმირობას ასე აღწერს:

1.
მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.
ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.
და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.
უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად...
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.

2.

„დედაენით" გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,
ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით,
საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,
მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით
ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,
მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.

3.

თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,
ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.
მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,
ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,
და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?
თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის,
მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.

P.S. "გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი,

ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი!"



ბოლოთქმა: ბატონო პრეზიდენტო! ბატონო პრემიერ - მინისტრო! გვჯერა, თავგანწირული მღვდელმსახურის გმირული საქციელი სახელმწიფოსგან დასაფასებელია და გვჯერა, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ქვეყნის უმაღლესი საჭეთმპყრობელნი ჯეროვან და საკადრის პატივს მიაგებენ ტრაგიკულად და გმირულად გარდაცვლილ ქართველს!

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016