reportiori.ge - აჭარის კულტურის მინისტრი სულიკო ჟღენტის ხსოვნას უგულებელყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 03 დეკემბერი, 2021. 02:34
საზოგადოება
აჭარის კულტურის მინისტრი სულიკო ჟღენტის ხსოვნას უგულებელყოფს
ავტორი: ანა ნოდია
23 ივნისი, 2015. 19:18


22 ივნისს კინოდრამატურგ სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბათუმში სულიკო ჟღენტის ძეგლთან, რომელიც მისივე სახელობის ქუჩასთან ახლოს, ბულვარის შესასვლელში მდებარეობს, დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც დრამატურგის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც სულიკო ჟღენტის ქალიშვილმა ოლიკო ჟღენტმა „რეპორტიორს" განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ დაესწრო აჭარის კულტურის მინისტრი საიუბილეო ღონისძიებას:


„საიუბილეო თარიღი იყო - 90 წელი შეუსრულდებოდა სულიკო ჟღენტს! აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდა ღონისძიებას, საკუთარი ინიციატივით მივიდა. დაესწრო ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორიც. კულტურის სამინისტროს არ მიუღია მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ დიდი ხნის წინ იყვნენ ინფორმირებულები, რომ 2015 წელს სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 90 წელი სრულდებოდა. არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ! ეს არ ყოფილა საზეიმო ღონისძიება, ეს იყო პატივის მიგება, გაიხსენეს მისი შემოქმედება და მოღვაწეობა. აჭარიდან მამა იყო პირველი კინოდრამატურგი. უცნაურია კულტურის სამინისტროს ეს პოზიცია! თანაც, ეს იყო მრგვალი თარიღი - 90 წელი შეუსრულდებოდა სულიკო ჟღენტს", - განაცხადა ოლიკო ჟღენტმა.


აჭარის კულტურის მინისტრის გიორგი თავამაიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებას კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდა. როგორც მინისტრმა „რეპორტიორს" განუცხადა, მან რიგი საკითხების გათვალისწინებით ვერ მოახერხა საიუბილეო თარიღს დასწრებოდა:

 

„აღნიშნულ ღონისძიებას კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და სიტყვითაც გამოვიდა. თუკი მინისტრზეა საუბარი, ბევრი სხვა საქმე მაქვს. ხან ვახერხებ დასწრებას, ხან ვერ ვახერხებ. ის, რომ კულტურის სამინისტრო უნდა ესწრებოდეს, ეს ცხადია და დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმყოფებოდა იქ", - განაცხადა გიორგი თავამაიშვილმა.


კულტურის მინისტრის ამ განცხადებას პასუხობს ოლიკო ჟღენტი, რომელიც ამბობს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მხოლოდ მას შემდეგ მივიდა ღონისძიებაზე, როცა თავად გადარეკა სამინისტროში და მოიკითხა - რატომ არავინ აპირებდა დასწრებას.


„17 საათზე იყო შეკრება გადაწყვეტილი, 16 საათი სრულდებოდა, როცა გავიგე, რომ კულტურის სამინისტროდან არავინ მიდიოდა. დავურეკე სამინისტროს წარმომადგენელს - სალომე მურვანიძეს და შევეკითხე, ამ თარიღს რატომ არავინ ეხმაურება-მეთქი. შევახსენე, ვინ იყო სულიკო ჟღენტი და ამის შემდეგ მიირბინა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ჩემი დარეკილის შემდეგ! მანამდე არ აპირებდნენ! თავად მინისტრი რატომ არ ბრძანდებოდა, ვარსკვლავების გახსნას რომ ესწრება? სხვა რა ჰქონდა დაგეგმილი, როცა ერთ წელზე მეტია იცის, რომ 22 ივნისს სულიკო ჟღენტის საიუბილეო თარიღი იყო?! ზუსტად 2014 წლიდან იცოდნენ, რომ 2015 წელს 90 წლის იუბილე იქნებოდა. საინტერესოა, იმ დღეს მინისტრი რით იყო დაკავებული? ავთო ბერიძე და მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ, იმათ თუ მოახერხეს, მინისტრი რით იყო დაკავებული? პატივი არ უნდა მიეგო სულიკო ჟღენტის ხსოვნისთვის?!" - განაცხადა ოლიკო ჟღენტმა.


ოლიკო ჟღენტი ასევე საუბრობს აჭარის კულტურის სამინისტროსგან მიღებულ უარზე, როცა სულიკო ჟღენტის კინოსცენარების კრებულის გამოცემასა და მემორიალური კინომუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საუბარი:


„2015 წლის დასაწყისში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა კულტურის სამინისტროს მიმართა თხოვნით, სულიკო ჟღენტის კინოსცენარების კრებული გამოსულიყო და უარი განაცხადა კულტურის სამინისტრომ. ასევე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა, სადაც სულიკო კითხულობდა ლექციებს, მიმართა თხოვნით მემორიალური კინომუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით. ამაზეც უარი განაცხადეს. უთხრეს, ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებულიო. წლის განმავლობაში შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირება! და ეს ყველაფერი მინისტრმა დააგვირგვინა იმით, რომ არ დაესწრო საიუბილეო ღონისძიებას.

მას შემდეგ, რაც უარი განაცხადეს, ეს კინოკრებული თბილისის მერიის და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოიცემა", - განაცხადა ოლიკო ჟღენტმა „რეპორტიორთან" საუბარში. 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016