reportiori.ge - თამთა დემურიშვილი: მადლობა ყველას ბავშვების მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და სიყვარულისთვის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 28 თებერვალი, 2024. 08:21
საზოგადოება
თამთა დემურიშვილი: მადლობა ყველას ბავშვების მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და სიყვარულისთვის...
11 სექტემბერი, 2015. 22:05


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ფონდი „საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის" ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი განცხადებას ავრცელებს:


„მეგობრებო, თქვენ იცით, ჩვენს ქვეყანაში როგორი დიდი ყურადღება ექცევა, უკვე 2 წელია, ლეიკემიით და სოლიდურის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, ისიც გახსოვთ, 2012 -2013 წლებში, როგორ ვცდილობდით, ჟურნალისტებთან ერთად, რომ ამ ბავშვების პრობლემები საზოგადოებისთვის და მთავრობისთვის გვეთქვა, დღეს კი, შედეგი ისაა, რომ არსებობს, პრემიერის ინიციატივით შექმნილი ფონდი, 2014 წლის პირველი ივნისიდან, „სოლიდარობა", „დიმიტრი ცინცაძის ფონდი", 2013 წლის 5 აპრილიდან, რომელიც ჟურნალისტებს აერთიანებს, „ბერი ანდრიას ფონდი", რომელიც 16 წლის გარდაცვლილი ბერის მშობლების შექმნილია უკვე 4 წელია და ფონდი ,,საქართველოს საქმიანი ქალები -ქველმოქმედებისთვის", რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ 2012 წლის 23 მაისს...

 

აღარ დავკონკრეტდები, რა გაკეთდა ამ ფონდების ძალისხმევით, თუმცა, ყოველთვის გამოვყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის დამსახურებით, არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადარჩენილა... მადლობა საპატრულოს და პოლიციის თანამშრომლებს ამისთვის...

 

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე, სულ სხვა სფეროში მიხდება მუშაობა, არასოდეს გამიწყვეტია კავშირი, თუნდაც ფიქრის დონეზე, ამ პრობლემასთან...

 

გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა თქვენთვის ის, რომ სექტემბერი, ბავშვთა ასაკის სიმსივნური დაავადებების მიმართ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა... ამ მიზნით, უამრავი ღონისძიება იმართება, 13 სექტემბერს ნინო სურგულაძის კონცერტი, რომელსაც ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებიც უერთდებიან, ასევე ბერი ანდრიას ფონდი აწყობს კვირეულს, „სიკეთე გადამდებია", ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი სამინისტრო პირადად ჩაერთვება და სარეაბილიტაციო სახლს მინისტრი ესტუმრება 12 სექტემბერს 14:00 საათზე...

 

სამოქალაქო სოლიდარობის არაერთი მაგალითიდან გამომდინარე, გთხოვთ, რომ ეს თვე განსაკუთრებულად გამოვიყენოთ ამ პატარების დასახმარებლად, თუნდაც ინფორმაციის გასავრცელებლად, თუმცა, უბრალოდ მონახულებაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ...

 

მადლობა ყველას მოსმენისთვის და ბავშვების მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის და სიყვარულისთვის..." - წერს დემურიშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016