reportiori.ge - ეკა ბესელია: კარგია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად მოხდა რეაგირება დანაშაულის ჩადენის ფაქტზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 16 ოქტომბერი, 2021. 16:42
სამართალი
ეკა ბესელია: კარგია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად მოხდა რეაგირება დანაშაულის ჩადენის ფაქტზე
11 აპრილი, 2015. 18:15


 

„კარგია, როდესაც სწაფად ხდება რეაგირება დანაშაულის ჩადენის ფაქტზე",- ასე გამოეხმაურა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შალვა აბულაძის დაკავებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

 

როგორც ბესელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა ზუსტი გათვლებით. მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა სამართალდამცავ სისტემაში. ეს მეტყველებს ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, იმ სრულიად ახალ წესებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს დღეს სამართალდამცავი უწყება, როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის მიმართ ხდება მაქსიმალური სიფრთხილით და სიზუსტით სპეცოპერაციის ჩატარება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სპეცოპერაციას არ მოჰყოლოდა მსხვერპლი.

 

 

ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად მოხდა რეაგირება, რადგან საზოგადოებაში მიზანმიმართულად ხდებოდა ნეგატიური, მძიმე ფონის ხელშეწყობა და ეს ცუდად მენიშნა. საჭიროა ყველაზე კრიტიკულ სიტუციებში მაქსიმალური  ძალისხმევა, რომ არ შეიქმნას მძიმე ემოციური ფონი",- განაცხადა ბესელიამ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016