reportiori.ge - გია ნიჟარაძე: ზედგინიძე არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 01 ივლისი, 2022. 15:46
სპორტი
გია ნიჟარაძე: ზედგინიძე არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის!
ავტორი:
24 იანვარი, 2016. 23:00



სრკ-ს არჩევნების დასრულების შემდეგ კომენტარი რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ გააკეთა: „ზედგინიძე არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის"- განაცხადა ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან.



შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის არჩევნები გოჩა სვანიძემ მოიგო. არჩევნების დასრულების შემდეგ სვანიძემ თავის მხრივ ილია ზედგენიძის შესახებ ისაუბრა და მას თანამშრომლობა შესთავაზა.


„დამარცხებული არავინ არ არის. ძალიან მცირეა სხვაობა. ვფიქრობ რაგბის კავშირს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია. შეთავაზება თანამშრომლობის არის ყველასთვის თანაბრად ღია,"- განაცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ გოჩა სვანიძემ და აღნიშნა, რომ ზედგინიძე ღირსეული პიროვნებაა და მზად არის მასთან ითანამშრომლოს.



რაგბის კავშირის არჩევნები დღეს 1 საათის დაგვიანებით, 14:00 საათზე დაიწყო და ახალი პრეზიდენტის ვინაობა 17:00 საათისთვის გახდა ცნობილი.   გოჩა სვანიძემ კონკურენტი ილია ზედგინიძე 3 ხმით დაამარცხა. სვანიძეს ხმა 35-მა დელეგატმა მისცა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016