reportiori.ge - რომან ფიფიას ინფორმაციით, გია გეგუჩაძე ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 01 ივლისი, 2022. 15:00
სპორტი
რომან ფიფიას ინფორმაციით, გია გეგუჩაძე ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 11:49


თბილისის „დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია გია გეგუჩაძის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შესახებ მცდარია. როგორც ფიფია განმარტავს, გეგუჩაძე არა ეროვნული ნაკრების, არამედ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება.


„გია გეგუჩაძე ახალგაზრდულ ნაკრებში გადადის. ის არ გაგვითავისუფლებია. ჩვენ სამ-ოთხწლიანი გეგმა გვქონდა, მაგრამ იცვლება ყველაფერი. ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებს დასჭირდა გია გეგუჩაძის დახმარება", - განაცხადა რომან ფიფიამ.


შეგახსენებთ, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძეს გია გეგუჩაძე შეცვლიდა. ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე აღმასკომი ამ წუთებში მსჯელობს.


როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს აღმასკომის წევრებმა განუცხადეს, შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძის დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილება. მათივე თქმით, აღმასკომი ხმათა უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას.


აღმასკომის სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016