reportiori.ge - გია ფერაძე: „დასასრული“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 30 ნოემბერი, 2021. 03:27
კულტურა
გია ფერაძე: „დასასრული“...
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 02:27



რუსთაველის თეტარის მსახიობი გია ფერაძე მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა ფილმიდან „არასერიოზული კაცი". უდიდესმა ტკივილმა და პირადმა ტრაგედიამ ხელოვანს მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია და 47 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან.


1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი.


მსახიობი სამაგალითოდ დაისაჯა, 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება მიუსაჯეს, მკვლელობის ბრალდებით მსახიობი სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.


მთელი პატიმრობის განმავლობაში ის ლექსებს და დღიურებს წერდა.


„დასასრული" მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია:


ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარ,

ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.

ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,

მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულად!

 

რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,

მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი...

ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?

ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!

 

ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,

შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა

თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.

ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.

 

ბევრთან შევცდი... სხვა "ბევრი" ჩემთან არის "ჩაჭრილი"

ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.

თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,

კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.

 

სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,

ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.

ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,

ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.

 

რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან...

ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.

მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია...

ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.

 

მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები...

სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია...

ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,

კომედია დასრულდა?... დასრულდა ტრაგედია!




წყარო: artinfo.ge



 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016