reportiori.ge - წიგნის გამომცმელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საჯარო სამსახურებს, კერძო ორგანიზაციებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს - მოგიწოდებთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 30 ნოემბერი, 2021. 04:54
კულტურა
წიგნის გამომცმელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საჯარო სამსახურებს, კერძო ორგანიზაციებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს - მოგიწოდებთ!
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 11:23


საქართველოს წიგნის გამომცმელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მოგიწოდებთ, საჯარო სამსახურებს, კერძო ორგანიზაციებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, კომერციულ დაწესებულებებს, შეუერთდეთ 24 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებას - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში.


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში, 24 თებერვალს, პირველად აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.


ასოციაცის მიზანია, საქართველო შეურთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია, რომ აქტიურად ჩაერთოს არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობა.


ასოციაციის მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს ღონისძიების მასშტაბურობა - ლოკალური და რეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტში.


ამისათვის ასოციაციას დაგეგმილი აქვს შემდეგი ნაბიჯები:


ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება იმართება საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld"-თან (http://www.litworld.org/) კონსულტაციით, რომელიც ამ ივენთის ორგანიზატორია საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მათი დახმარებით ჩატარდება. ასევე მათი რესურსების საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.


ინიციატივაში ჩართვა, ღონისძიების ძირითადი ცენტრების გარდა, ყველა მსურველს შეეძლება.


წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის მრავალფეროვნებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით ასოციაცია დაუკავშირდება უნივერსიტეტებს, სკოლებს, წიგნის მაღაზიებსა და კულტურის ცენტრებს, რათა სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და წიგნის მოყვარულები გახდნენ ამ მსოფლიო ღონისძიების ნაწილი. ღონისძიების ფარგლებში თითოელ საგანმანათლებლო დაწესებულებას, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფებსა თუ ავტორებს შეუძლიათ კერძო ინიციატივებით მიმართონ ღონისძიების ორგანიზატორებს და საერთო ქოლგის ქვეშ გამართონ საკუთარი ღონისძიება. ივენთის ჩატარების შემდეგ კი გამოაგზავნონ ფოტო თუ ვიდეო მასალა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდება და შევა ღონისძიების საერთო ანგარიშში.


საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მხარდამჭერია თბილისის მერია.




24 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება: http://reportiori.ge/?menuid=6&id=87966


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016