reportiori.ge - გალერეა „მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენა მოეწყობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 30 ნოემბერი, 2021. 03:06
კულტურა
გალერეა „მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენა მოეწყობა
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 14:56


2016 წლის 12 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გალერეა „მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენაზე.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე აბრეშუმის შარფი „მაგის" კოლექციიდან. თითოეული მათგანი ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი. მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც განაპირობებს ამ შარფების უნიკალურობას.


მარგარეტ და ემე მაგების ფონდი დაფუძნდა მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად. მუზეუმი მოიცავს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრაფიკის კოლექციას. მათ შორისაა ისეთი მხატვრების ნამუშევრები როგორებიც არიან: ჟორჯ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნანდ ლეჟე, ერიკ დიეტმანი, ანტონი ტაპიესი და სხვა.


აღნიშნული ექსპოზიცია ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. გამოფენა მიზნად ისახავს, ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ქართული სახელოვნებო სივრცის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.


გამოფენის პარალელურად გაიმართება მასტერკლასი სასტუმრო „რუმს თბილისში", რომელსაც წარუძღვება მაგების ოჯახის წარმომადგენელი. ასევე, პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე.


გამოფენის მხარდამჭერნი არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში, სასტუმროების ქსელი „რუმსი" და ნავთობკომპანია „გალფი".


გამოფენა 2016 წლის 23 თებერვლამდე გაგრძელდება.


მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016