reportiori.ge - ზაზა პაპუაშვილი: ჩვენ საფრანგეთში სახლი გვაქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 იანვარი, 2022. 18:28
კულტურა
ზაზა პაპუაშვილი: ჩვენ საფრანგეთში სახლი გვაქვს!
08 თებერვალი, 2016. 15:18

 

 

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემა საუკუნის წინ, თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შეძენილ ფრანგულ მიწაზე, ლევილის შატოს პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაფორმდა. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მნიშვნელობაზე„რეპორტიორთან" პარლამენტის წევრი ზაზა პაპუაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საფრანგეთში არსებობს მამული, რომელსაც ქართველთა სახელი ჰქვია.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდება. სამწუხაროდ, მე ლევილში არ ვყოფილვარ, სიამოვნებით მოვინახულებდი და სიღრმისეულად გავეცნობოდი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საფრანგეთში არსებობს მამული, რომელსაც ქართველთა სახელი ჰქვია. საქართველოსთვის ეს ისტორიის ფურცლის არდავიწყება და არგაქრობაა. გარდა იმისა, რომ მამულის გადმოცემა მატერიალური მოცემულობაა, ეს არის დოკუმენტი, თუ რის გამო აღმოჩნდნენ დევნილები საფრანგეთში და როგორ მოღვაწეობდნენ. ეს დოკუმენტია, თუ როგორ უყურებენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალს და როგორ იცავენ ჩვენს ისტორიას.

 

ეს არის მამული, რომელიც შეიძინეს, მოუარეს, საფრთხე ემუქრებოდა ეპოქების ქარტეხილში, დღეს ეს მამული ჩვენთვის ხელმისაწვდომი და საკვლევადაც მარტივია. ჩვენ გვაქვს სახლი საფრანგეთში და ეს  სიმბოლურადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის", - ამბობს პაპუაშვილი.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016