reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: საშუალება გვექნება, საფრანგეთში სტუმრობისას მოვინახულოთ ლევილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 30 ნოემბერი, 2021. 04:00
კულტურა
ზაქარია ქუცნაშვილი: საშუალება გვექნება, საფრანგეთში სტუმრობისას მოვინახულოთ ლევილი!
08 თებერვალი, 2016. 17:08

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე „რეპორტიორთან" საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიოში რაც უფრო მეტი ადგილი იქნება, რომელსაც ერქმევა საქართველო, სასიხარულოა.

 

„მივესალმები, რომ რეზიდენცია თავისი საფლავებით, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოს პირველი მთავრობის ემიგრაციაში ყოფნის დროს მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს მმართველობაში დაბრუნდება. მმართველობის რა ფორმა მიეცემა, ეს უკვე მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა, თუმცა მსოფლიოში რაც უფრო მეტი ადგილი იქნება, რომელსაც ერქმევა საქართველო, სასიხარულოა.

 

საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოვლთვის გვექნება საშუალება, საფრანგეთში სტუმრობისას მოვინახულოთ ლევილის მიწები და ჩვენს მომავალ თაობას ვუთხრათ, რომ ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ისინი გამარჯვებულები არიან", -განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

 

ამასთან, დეპუტატმა გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდეს სივრცეები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასამკვიდრებლად გამოვიყენებდით:

 

 

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვჭირდება სივრცეები ჩვენი მოქალაქეებისა და ინტერესების დასამკვიდრებლად. ჩვენ ყველგან უნდა გვქონდეს ჩვენი საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კურსი აირჩია, რომ საიჯარო ურთიერთობიდან ნელ-ნელა გადავდივართ ნასყიდობის ურთიერთობაზე, ვყიდულობთ მიწას ჩვენი პატარა საელჩოს გასახსნელად. ეს არის საქართველო საფრანგეთში, ეს არის საქართველო დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში ამერიკაში და ა.შ. საქართველოს მიწები ისევე უნდა არსებობდეს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ჩვენს ქვეყანაშია სხვა ქვეყნის მფლობელობაში არსებული მიწები", - ამბობს ქუცნაშვილი.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016