reportiori.ge - "ტფილისის ჰამქარი" ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი, 2022. 18:15
კულტურა
"ტფილისის ჰამქარი" ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 18:28

ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავს. ორგანიზაციის წევრები ბიძინა ივანიშვილს თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა პრობლემების გადაჭრას სთხოვენ. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო წლების მანძილზე, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებულმა მანკიერმა პოლიტიკამ, წარმოშვა რიგი პრობლემები საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და მმართველობით სფეროში. წინა ხელისუფლების სურვილმა, რაც შეიძლება სწრაფად გარდაექმნა და აეშენებინა ახალი საქართველო, ახალი ბათუმი, თბილისი, თელავი... სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.
უშუალოდ კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე განხორციელებული ქმედებებისას დაშვებული შეცდომების გარდა, ქალაქის ისტორიულ იერ-სახეს არანაკლები ზიანი მიაყენა ისტორიულ-კულტურული ზონების დაცვის რეგლამენტის სრულმა უგულვებელყოფამ და ამ ზონებში განხორციელებულმა სრულიად შეუსაბამო მშენებლობებმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გაიზარდა კულტურის სამინისტროს უფლებები თბილისის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მიმართ, რჩება რიგი სირთულეები, რომელთა გადაჭრას კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ ყოფნის. ვფიქრობთ, ამ რთულ და გარდამავალ ეტაპზე აუცილებელია პრემიერ-მინისტრის ჩარევა და კანონის ფარგლებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
განსაკუთრებულად მწვავე ვითარება შეიქმნა თბილისისა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ისტორიული ქალაქისა და თანამედროვე ურბანული დაგეგმარებისათვის სრულიად შეუსაბამო პროექტების დამტკიცებით. ვითარებას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ ქალაქის იერ-სახისთვის სრულიად შეუსაბამო ობიექტების უკვე დამტკიცებული პროექტების მიხედვით მშენებლობათა შეჩერება აღიქმება მესაკუთრეთა უფლებების დარღვევად. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნაში, ძეგლზე დაუშვებელი ქმედებების განხორციელების უფლების გაცემასა და ისტორიული ქალაქის დაცვის ზონებში სრულიად შეუსაბამო პროექტების დამტკიცებაში იკვეთება კანონდარღვევის ნიშნები. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საკუთრების უფლების დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია და პასუხისმგებელია შეინარჩუნოს, მოუაროს, დაიცვას და მომავალ თაობებს გადასცეს ჩვენამდე მოღწეული კულტურული მემკვიდრეობა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რათა არც ისტორიული ქალაქის იერი დაზარალდეს და არც მესაკუთრის უფლებები შეილახოს, შექმნილი მძიმე ვითარების გამოსწორების ერთადერთი სწორი და სამართლიანი გზა იქნება ყოველი ცალკეული შემთხვევის დეტალური შესწავლა და განხილვა. საჭიროა მესაკუთრეებთან მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა: შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები, (მაგ. "იმელის" - რუსთველის გამზ. #29 და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის - კოსტავას ქ. #43), ხოლო მესაკუთრეს შესთავაზონ ალტერნატიული ფართის გადაცემა ქალაქის სხვა ტერიტორიაზე, სადაც დაუბრკოლებლად განხორციელდება მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები ან, მფლობელთან მოლაპარაკების საფუძველზე, გადაიხედოს არსებული პროექტები (მაგ. "მხატვრის სახლის" -რუსთაველის გამზ. #7 და შავთელის ქ. #17-ში, აწ უკვე განადგურებული ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტები). რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეს ობიექტები 2007 წლიდან თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ "ქალაქის განვითრების ფონდი"-ს საკუთრებაა. ამ წლების მანძილზე დასახელებულ ფონდს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია თავის საკუთრებად გამოცხადებული კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უფრო მეტიც, ხან ქმედებითა და ხან უმოქმედობით მიზანმიმართულად ანადგურებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებს. ვითრებას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ფონდი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს და მას ამ სამუშაოების შესრულების აღარც სურვილი და აღარც შესაძლებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის ერთადერთ გზად მიგვაჩნია, აღიშნული ობიექტები ჩამოერთვას "ქალაქის განვითარების ფონდს", სასწრაფოდ ჩატარდეს მათი გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გასხვისდეს სიმბოლურ ფასად და ახალ მფლობელს დაევალოს მათი სრული რესტავრაცია."

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016