ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 21 მარტი, 2023. 21:50
საზოგადოება
კალიგრაფის წერილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შეუცვლელ დირექტორს
ავტორი:
01 მაისი, 2015. 02:55

 



წლის კალიგრაფის ტიტულის მფლობელი, გიორგი სისაური ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს იხსენებს და წერილს უძრვნის.





„ბატონო ბუბა!

კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად მოვედი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 14 წლის ბავშვისთვის ერთი შეხედვით უცხო და საინტერესო გარემო აღმოჩნდა. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ეს დაწესებულება ასეთი საყვარელი გახდებოდა ჩემთვის. ნაწილი, რომელიც მთლიანად გაღვივდა  ჩემში. დღეს ვუყურებ განვლილ 5 წელიწადს და ვხვდები, რომ ჩემს პიროვნულ, პროფესიულ და რაც მთავარია - სულიერ ზრდაში თქვენ მიგიძღვით  ძალიან დიდი წვლილი. წლების წინ ე.წ "ხელნაწერთა ინსტიტუტი" ერთეულებმა თუ იცოდნენ რა დაწესებულება იყო და მეეჭვება, ამ ერთეულებში ბავშვებიც ყოფილიყვნენ, დღეს კი "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი" ათეულობით და ასეულობით ათასმა ადამიანმა იცის რა არის, სად არის, რას ემსახურება და რამდენად დიად საქმეს აკეთებენ იქ მომუშავე უდიდესი მეცნიერები და თანამშრომლები, რომელთა ნათელი სახეები ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდა. თქვენ უნდა გიმადლოდეთ ყველა, რომ დღეს კალიგრაფიის ხელოვნება აღორძინდა. ეს თქვენ გააკეთეთ, თქვენ ააღორძინეთ სფერო, რომელიც საუკუნეების მანძილზე მივიწყებული და ჩამკვდარი იყო. დღეს კი ქართული კალიგრაფიის, ჩვენი დამწერლობის, ამ ღვთივბოძებული საუნჯის არანორმალური სიყვარული ათასობით ბავშვის გულში იბადება და იზრდება... ეს უკვე უწყვეტი პროცესია, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ღვივდება. ეს კი მომავლის ხმაა. ჩემი თაობა კარგად ხედავს და აფასებს თქვენს ღვაწლს განსხვავებით  თქვენი თაობის ერთეული წარმომადგენლებისგან, რომლებიც თავიანთ სიმცირეს ვერ ერევიან. დღეს მე გიყურებდით და თქვენი სიმტკიცე მაძლიერებდა, ვუყურებდი თანმშრომლებს, რომლებიც სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით, იმედის თვალებით გიყურებდნენ თქვენ, ჩვენს საყვარელ დირექტორს, რომელმაც ერთ მუშტად შეგვკრა ყველა და რომელმაც ამდენი რამ შეძლო, რომელმაც კიდევ უფრო გაამდიდრა ცენტრის კოლექცია, გადაარჩინა მრავალი ხელნაწერი, ჩაუყარა საფუძველი კალიგრაფთა ახალ ეპოქას და საშუალება მისცა უამრავ ადამიანს საკუთარი ნიჭი გამოევლინა ამ სფეროში. ამ მოვლენების ფონზე, მრავალი ქართველი დიდი მოღვაწის ცხოვრება მახსენდება, რომელთა უსაფუძვლო ლანძღვისა და ცილისწამების მიუხედავად ისტორიას შემორჩნენ. სწორედ ეს არის ჭეშმარიტად ეროვნული გმირის ცხოვრება - განავითარო შენი ქვეყნის კულტურა, ეროვნული სიწმინდისა და საუნჯის  სიყვარული შთაუნერგო მომავალ თაობას და საფუძველი ჩაუყარო ახალ ეპოქას.

          მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. რომ არა თქვენ, დღეს მე არამცთუ ჩამოყალიბებული პროფესიონალი კალიგრაფი ვიქნებოდი, არამედ საერთოდ არ მექნებოდა შეხება ამ სფეროსთან. კარგად ვაცნობიერებ რამხელა რამ მაჩუქეთ და გამაანალიზებინეთ, მომეცით საშუალება ამ სფეროში რეალიზებისა, რასაც დღესდღეისობით მე გადავცემ ჩემს შემდგომ თაობას... მე ოცდამეერთე საუკუნის ყველა ღირსეული კალიგრაფის სახელით გიხდით მადლობას ყველაფრისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველოს ემსახურებით არა თქვენი რეგალიებით, არამედ თქვენი სულით. ჩვენ ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც თქვენ ხართ!

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით

 გიორგი სისაური"- წერს სისაური.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016