logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რა ხართ ამისთანა, რა სიძულვილმა დაგრიათ ხელი?! ეს ჩიტისგულა გულივერები
- +

1 ივნისი. 2019. 20:29

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას ეხმიანება:

 

„სწორია! გვარის გადაკეთებაც უნდა ისჯებოდეს გვარიშვილობის სამუდამოდ ჩამორთმევით.

 

ეს ფაშისტური აზროვნება როდის უნდა დამთავრდეს?! სექტანტობა მეტი კი არაფერია.

კატეგორიულობა მსჯელობისას დიდი უზრდელობაც გახლავთ, გეთაყვა!

 

ოე, აქ იჯდა თფილისი! ვაკე გადაკეტილია, სადმე სხვაგან ჩამოჯექით!

 

არაფერს კითხულობენ, ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ არაფერი სმენიათ და ვუაიმე, ფილმი ნახეს და აღშფოთდნენ.

 

წადით, გულაგის ან გოლოდომორის შესახებ რამე წაიკითხეთ და ღამე ვეღარ დაიძინებთ!

 

ოსვენციმზე, დაჰაუზე და სხვა სიკვდილის ბანაკებზე არაფერი გსმენიათ?!

 

წადით იერუსალიმში, ნახეთ ჰოლოკოსტის მუზეუმი „იად-ვაშემი“ და მოისმინეთ ბავშვების ხმები!

 

წადით ჰიროსიმაში, ნახეთ ატომური დაბომბვის მუზეუმი და კარგად დააკვირდით დამწვარი ბავშვების სხეულებს!

 

მე მოვისმინე, მე ვნახე, მაგრამ ზიზღი არ გამჩენია გერმანელების ან ამერიკელების მიმართ, რადგან „იად-ვაშემიც“ და ჰიროსიმას მუზეუმიც არის, როგორც გაფრთხილება ჩვენთვის, რომ სიძულვილი ანადგურებს!

 

ანადგურებს მსხვერპლს და ანადგურებს ჯალათსაც!

 

რა ხართ ამისთანა, რა სიძულვილმა დაგრიათ ხელი?!

 

ეს ჩიტისგულა გულივერები“, - წერს მძინარაშვილი.

 

აქვე გთავაზობთ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას:

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=100127&fbclid=IwAR2e67hQ4Rz953nuU37HgNiSjz12_q_zNp_0SpiHwsHCQkslfIFOQW6x8YY

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner