top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის

„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო – მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

„რა განსხვავებაა დღეს, როცა პედაგოგები გამოდიან და 12-13 წლის ბავშვებს მოუწოდებენ, აქციებზე იარონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ; როცა ეს იდეოლოგია მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამხილონ საკუთარი მშობლები, თუ ფსევდოლიბერალურ ნარატივს არ ეთანხმება და ა.შ.? არაფერი, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია. რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს. ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, მისგან გმირი შექმნეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ასევე იხილეთ