logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: კირკიტაძე წიხლებს არ დაგვამადლის, სააკაშვილი კი - სიკვდილს, ციხეს და ასე შემდეგ...
- +

6 ივნისი. 2019. 16:22

 

ყოფილი პარლამენტარი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ღმერთმა იცის, არავის ციხეში ყოფნა და დასჯა არ მინდა... ამიტომაც წინა სტატუსით გავატარე კირკიტაძის პატიება... მაგრამ ეს ხალხი - კირკიტაძეები, სააკაშვილები, უგულავები და მსგავსნი, მიწასთან რომ გვასწორებდნენ რკინის არმატურებით, გვჩეხავდნენ, სიცოცხლეს გვართმევდნენ, ყველას, განურჩევლად წარსულისა, დაგვცინოდნენ და დღეს კიდევ, როცა საშუალება ეძლევათ, წიხლსაც გვთავაზობენ, რომ არაფერი ვთქვათ, გაუგონარ ლანძღვა-გინებაზე და ყოველდღიურ ცილისწამებაზე, ამათვის ყველაფერი მოსულა?!..

 

ჩვენ კი სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამოგვატარეს ამ ხალხმა და ჩვენი ღირსება ვინ, როდის და როგორ უნდა დავიცვათ?! მეგობრებო, დაიჯერეთ, რომ ამ ტურების ხროვას როცა საშუალება მიეცემა, აი, კირკიტაძე წიხლებს არ დაგვამადლის, სააკაშვილი კი - სიკვდილს, ციხეს და ასე შემდეგ... კი ბატონო, მოვითმინოთ... ვაპატიოთ... მივუტევოთ, მაგრამ მაინც მეფიქრება ერთი მთავარი... ჩვენთვის არაფერი მოსულა! ეს კარგად ვიცი!!!“ - წერს კურტანიძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner