logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალების“ არყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა
- +

9 ივნისი. 2019. 13:19

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მთაწმინდაზე მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ვის ვინ უფრო მოწონს „პოლიტიკური გემოვნების“ საკითხია და შესაბამისად, თუ ვინ გაიმარჯვებს ამას საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს. მაგრამ მთავარი და საყურადღებო ჩემთვის მაინც ის იყო, რომ კანდიდატებს შორის ოპონირება ცივილურად და კულტურულად მიმდინარეობდა. ამის მიზეზი კი ორი მარტივი რამ აღმოჩნდა - პირველი: ქვეყანა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მაგრამ მაინც მიიწევს ევროპული ღირებულებებისკენ. და მეორე: აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალების“ არყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა. არადა, რომ ყოფილიყვნენ იქნებოდა ერთი კივილ წივილი: შევარდეთ, შემოვარდეთ, გადავკეტოთ, ხმალი ავიღოთ და ასე შემდეგ...“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

დღეს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner