logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბევრი საქმეა წინ და შემოგვიერთდით, ვინც ისე ფიქრობთ, როგორც ჩვენ!
- +

10 ივნისი. 2019. 18:05

 

„გულწრფელად მეცინება, ტელეწამყვანი კვესიტაძე გამალებით და მგზნებარედ მოუწოდებს ხალხს,- არ შემოურთდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას 15 ივნისს, 4 საათზე, თავისუფლების მოედანზე“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინმემ გადასცეს, რომ გაცილებით ბევრნი ვიქნებით, ვიდრე წარმოუდგენია. დავითგარეჯსაც დავიცავთ, სააკაშვილ-ბოკერიებსაც გავასამართლებთ, მალე მოვა ეს დრო... „ოცნების“ ის მოღალატე, გამყიდველი წევრებიც აგებენ პასუხს, რომლებიც კოჰაბიტაციას უწევდნენ ლობირებას, სიღარიბესაც დავძლევთ, ქვეყნასაც გავაერთიანებთ და სამუდამოდ დავასრულებთ ქართველი ხალხის ღალატს: მიწების ჩაბარება-გაყიდვას, ქვეყნის ინტერესების დათმობას... ახალი თაობის განადგურებას, ნარკოტიკის უკონტროლო და თავისუფალი ბრუნვის შედეგად... ბევრი საქმეა წინ და შემოგვიერთდით, ვინც ისე ფიქრობთ, როგორც ჩვენ! 15 ივნისს, 4 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე!“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner