logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: არც 20 კილო კარტოფილზე გავყიდულვარ და არც მილიონების მოლოდინი მქონია...
- +

14 ივნისი. 2019. 18:10

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნეტა ახლა ვიყო 25 წლის და გაჩვენებდით, როგორ არ უნდა ისხდნენ სტუდიებში ეს მრავალჩირგვსგადამხტარი და მრავალბუჩქშინახოხიალები წამხდრები, რას ლაყბობთ და ნეტა, თქვენ თვითონ თუ გჯერათ, რასაც ლაპარაკობთ? რამდენჯერ უნდა შეეფაროთ ყველა ბრუნვაში ნატრიალებ საქართველოს სახელს?! ხელისუფლებაში ყველა პოსტგამოშვებულები ისევ ხელისუფლებისთვის იჭაჭებით! ჰა, დიდი ხანია მიშა მოგაცილეს, არა? ჰაერი და ასპარეზი გაგისუფთავდათ, ხმაც დაგბოხებიათ...

 

ახლა ახალ პარტიას ველი - საქართველო არწივების ასაფრენი!

 

P.S. არც 20 კილო კარტოფილზე გავყიდულვარ, არც კაკა-კუკებზე და არც მილიონების მოლოდინი მქონია, მე არაფერს ვითხოვ ამ ქვეყნის სიყვარულის სანაცვლოდ...

 

„ოცნება“, გამოიღვიძე ან ერთი კარგად გამოიძინე და ამათ დაუცაცხანე...“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner