logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: გაბუნიამ, რა თქმა უნდა, გვარამიასთან შეთანხმებით, უაქცენტოდ წაიკითხა ის, რაც სურდა სააკაშვილს!
- +

8 ივლისი. 2019. 15:48

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„გაბუნია არ არის იმ მიმართვის ტექსტის დამწერი.

 

ტექსტი დაწერა სააკაშვილმა და გაასწორა გრიგოლ ვაშაძემ (ან პირიქით).

 

გაბუნიამ, რა თქმა უნდა, გვარამიასთან შეთანხმებით, უაქცენტოდ წაიკითხა ის, რაც სურდა სააკაშვილს!

 

გაბუნიას სამართლებრივად დასჯის საკითხი ვერ დადგება. სხვა თემაა მორალური მხარე და საზოგადოებას ვერავინ აუკრძალავს დამოკიდებულების გამოხატვას.

 

მათ შორის ხელისუფლების პირველ პირებს და პოლიტიკოსებს სრული უფლება აქვთ, ღიად გამოთქვან აზრი ამ სამარცხვინო მიმართვის შესახებ.

 

ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებიდან ერთადერთ უხერხულობას ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რაც აშკარად გადაჭარბებული თავგამოდება იყო“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner