logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ამას ენაზე ბორკილს ნუ დაადებთ... ილაპარაკოს... კატასტროფა...
- +

18 ივლისი. 2019. 18:05

 

„ამას ენაზე ბორკილს ნუ დაადებთ. ილაპარაკოს. კატასტროფა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძეზე წერს და ბარამიძის განცხადებას ავრცელებს:

 

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში ვართ მილიარდებთან და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ბოლო დროს. პირდაპირ პუტინია ინფორმირებული „რუსთავი 2“-ზე, იქიდან ინსტრუქციებს იძლევიან და ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა, გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს. ჩვენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“-ის მართლა გმირული, პატრიოტული კოლექტივის ბრძოლა გაგრძელდება. აუცილებლად, წყალი არ გაუვა, თავისუფალ მედიასთან ერთად ეს ბევრად ადვილი არის, მაგრამ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი აუცილებლად მშვიდობიანად დასრულდება“, - აცხადებს ბარამიძე.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner