logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი ქიბარ ხალვაშს: წილების მოშორება თუ გინდათ, მე მომეცით ეგ წილი და მივხედავ ისე, როგორც საჭიროა!
- +

1 აგვისტო. 2019. 22:31

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელ ქიბარ ხალვაშს, სოციალურ ქსელში განცხადებით მიმართავს:

 

„ბატონო ქიბარ, ტიპებს თავის დროზე თავიანთი წილის გაყიდვაში აღებული აქვთ სერიოზული თანხები, სავარაუდოდ, მაშინდელი საბაზრო ღირებულების შესატყვისი;

 

აბა, ახლა მაშ რაღა წილებს ჩუქნით და რისთვის ჩუქნით?! ეგ 40% მაგათთვის იმ კოლექტივთან ერთად, ვინც იქ დაგხვდათ, მთელი ასი პროცენტია და თქვენ ეზოს ზღურბლზედაც კი აღარ შეგიშვებენ, წილის გადაფორმებიდან ერთი საათის შემდეგ!

 

თუ მაინცდამაინც გინდათ მაგ წილების მოშორება და სხვისთვის გადაბარება - მე მომეცით ეგ წილი და მე მივხედავ ისე, როგორც საჭიროა!

 

გარწმუნებთ, მაგათზე არანაკლები გამოცდილება მაქვს ნულიდან კი არა, მინუსებიდან სრულყოფილი ტელემაუწყებლობის შექმნისა.

 

ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ თქვენც მათთან ერთად შეხმატკბილებულად მოქმედებთ და ყველაფერი, რაც ეს ბოლო პერიოდი ხდება მაგ ასპიტების ბუდის ირგვლივ - ერთი დიდი მასკარადია მხოლოდ და მეტი არაფერი!

 

დიდი პატივისცემით…“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner