logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ელკუპონე გოცირიძე თუ „ობშეპიტის“ „პოლიტექსპერტი“ რას იტყვის, საზოგადოებას დიდი ხანია არ ადარდებს
- +

16 აგვისტო. 2019. 15:39

 

 

„ელკუპონე გოცირიძე რას იტყვის, საზოგადოებას არ ადარდებს“, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და კობი-ქვეშეთის გზის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.

 

„ამ მარგინალის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარების გარდა, ბმულს ჩახედეთ პროექტის შესახებ. თორემ ელკუპონე გოცირიძე თუ „ობშეპიტის“ „პოლიტექსპერტი“ რას იტყვის, საზოგადოებას დიდი ხანია არ ადარდებს“, - წერს აბაშიძე.

 

14.08.2019

მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს „ახალ როკის გვირაბს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამით რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისთვის სამხედრო გზა ეხსნება.

 

10.04.2012

„ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

გია აბაშიძე აზიარებს georoad.ge-ს ბმულს „ქვეშეთი-კობის პროექტი“:

https://www.facebook.com/ghia.abashidze/posts/10156661193343014

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner