top_leaderboard

კასპის მუნიციპალიტეტში „კიბოს სკრინინგის“ უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტში „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა.

აქცია 11-დან  26 აპრილის ჩათვლით,  მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობისთვის: ქვემოჭალის, სამთავისის, კავთისხევის, ახალქალაქის, მეტეხის, ქვემო გომის, დოესის და ხოვლეს სასოფლო ამბულატორიებში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

შპს ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში ჯამში 600-მდე  პაციენტმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება.

ასევე იხილეთ