logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:43

 

 

„ფეისბუქ“-გვერდი „Bidzina Ivanishvili for Georgia“ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner