logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: დარწმუნებული ვარ, ბევრმა მოქალაქემ არ იცის ტაქსების რეფორმის დეტალები, ამიტომ...
- +

4 ოქტომბერი. 2019. 23:34

 

„დარწმუნებული ვარ, ბევრმა მოქალაქემ არ იცის ტაქსების რეფორმის დეტალები, ამიტომ მსურს, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რათა ობიექტურად შეაფასოთ და თავადაც მოიწონოთ ტაქსების რეფორმა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დაანონსებული იყო თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ამ რეფორმის ფარგლებში:

- 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია და სტატისტიკური მონაცემებით, დარეგისტრირდა 27 000-მდე ტაქსი.

 

რეფორმის მომდევნო ეტაპზე, 2019 წლის იანვრიდან დაანონსდა ტაქსების კატეგორიზაცია.

- A კატეგორია მიენიჭა თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც უფლება აქვთ მანათობელი და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნიშნით გადაადგილდნენ ქალაქში და ქუჩაში გაჩერებით მოემსახურონ მგზავრებს.

- B კატეგორია მიენიჭა ყველა სხვა ფერის ტაქსებს, რომლებსაც არ აქვთ ტაქსის ნიშნის გამოყენებისა და ქუჩაში მგზავრის აყვანის საშუალება, მაგრამ შეუძლიათ, იმუშაონ აპლიკაციისა და გამოძახების სხვა მეთოდებით.

 

მერია რამდენიმე თვის განმავლობაში უფასოდ არიგებდა თეთრად გადაღებვის, თეთრი ფერის გადაკვრისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერებს. ამ ვაუჩერებით ისარგებლა!

მხოლოდ 3 000-მა ტაქსის მძღოლმა და მათგან მხოლოდ 77-მა გამოიყენა ინტერიერის ქიმწმენდის უფასო ვაუჩერი.

 

თეთრი ფერი მერიის მხრიდან პრინციპის საკითხი არ ყოფილა, როგორც ბევრ ოპონენტს სურს, რომ ეს წარმოაჩინოს. ეს ნაბიჯები არის დასაწყისი რეფორმის, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა მგზავრთა გადაყვანა კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

 

ცვლილებები გვინდა, მაგრამ როდესაც ეს ცვლილებები იწყება, ყველა ნაბიჯს უკმაყოფილებით ვხვდებით. ამ მიდგომით ვერ დავემსგავსებით ისეთ ქვეყანას, როგორიც გვსურს, რომ ვიყოთ, მით უფრო, როდესაც ტაქსების რეფორმას მერიის მხრიდან ასეთი დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ჰქონდა“, - წერს წილოსანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner