logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: მსგავსი რეიტინგები მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას
- +

7 ოქტომბერი. 2019. 17:28

 

 

„მსგავსი რეიტინგები მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

 

შოთა გულბანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ შესახებ აფასებს და მიიჩნევს, რომ კორუფციისგან თავისუფლება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და ქვეყნის რეპუტაციულ ინტერესებს გამოხატავს:

 

„წარმოვიდგინოთ სიტუაცია, კაი ფულიანი ინვესტორი ეძებს ქვეყანას ფულის დასაბანდებლად. გადაქექა გავლენიანი ორგანიზაციების კვლევები და ერთ-ერთში აღმოაჩინა, რომ სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო არც მეტი არც ნაკლები გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ მოდის და ამ შედეგით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ფაქტია. ამის შემდეგ ნებისმიერი ინვესტორი, საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი რომ არ სმენოდა აქამდე, სულ მინიმუმ დაინტერესდება ქვეყნით და მეტ ინფორმაციას მოიძიებს, ნიადაგს მოამზადებს საქმის დასაწყებად, ყოველ შემთხვევაში ის მეოთხე ადგილი თავის პროგრამა მინიმუმს მაინც შეასრულებს და ჩვენს ქვეყანას გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს. ხოლო კორუფციისგან თავისუფლება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და ქვეყნის რეპუტაციულ ინტერესებს გამოხატავს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მსგავსი რეიტინგები არაფრის მომტანია, თუმცა რეალურად ის თავის საქმეს აკეთებს და მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას“, - წერს შოთა გულბანი.

 

ცნობისთვის, 2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

 

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას.

 

კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელ მსოფლიოში, სამივე მიმართულებით - საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner