logo_geo
eng_logo
გიორგი ღაღანიძე: ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწრაფებები ყოველთვის წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას
- +

14 დეკემბერი. 2019. 20:38

 

თსუ-ს პროფესორი, დეკანი გიორგი ღაღანიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ღაღანიძის თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი  ნაბიჯი ქვეყნისთვის უზარმაზარი გამარჯვებაა:

 

„ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწრაფებები ყოველთვის წარმოადგენდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლისკენაც ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული თაობები. ის რაც ყველაზე მეტად გვაახლოებს ევროპასთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის, თაობისათვის, რომლებსაც გაუხსნეს შესაძლებლობები, ნახა თუ რა არის ის ცივილიზაციის აკვანი, სადაც ყოველთვის ვიყავით, რომლის ორგანული ნაწილი ვართ და სადაც დაბრუნება გვინდა. თავისთავად ცხადია, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით არის გადადგმული, ეს არის ჩენი უზარმაზარი გამარჯვება“, - განაცხადა ღაღანიძემ.

 

ცნობისთვის, 27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

 

დღეს თავისუფლების მოედანზე, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი აქცია-ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner