logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: თუ მართლა გვინდა, რომ ილიას გზაზე ვიაროთ, ცოტა ექვთიმეს წილიც უნდა იყოს ჩვებს გულებში და ცხოვრების წესში
- +

31 დეკემბერი. 2019. 16:56

 

„მახსენდება, 2012 წლის მერე, ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად თვითონ იყო ინიციატორი, რომ არც ერთ საჯარო მოხელეს და სახელმწიფო მოსამსახურეს სამუშაო ოთახებში არ დაეკიდა მისი სურათი. მანამდეც და მერეც, ყოველთვის აპროტესტებდა, თუ ხალხმრავალ შეხვედრებზე ვინმე მისი სახელის სკანდირებას იწყებდა, არც მის ქველმოქმედებაზე უყვარდა, თუ საჯაროდ საუბრობდა ვინმე.  დიახ, თითოეული ჩვენთაგანის ოთახში შეხვდებით ერთიანი საქართველოს რუქას, მაგრამ არა მის სურათს. ეს იმიტომ, რომ ბელადომანია ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო ჩვენს ქვეყანაში. გავავლოთ პარალელი - 2012 წლამდე „მიშა მაგარია“ ჰიმნად ქონდა ქცეული ზოგიერთებს და აბა ვინმეს გაებედა და მისი პორტრედი არ დაეკიდა საკუთარ კაბინეტში მაგიდის თავზე...“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ახლა სწორედ ამ ადამიანებს აქვთ ორი დღეა ატეხილი აჟიოტაჟი „არაფრის გამო“, მაგრამ არაუშავს, ისტორია ყველაფერს დააყენებს თავის ადგილზე და სიკეთეს ვერასდროს გადაწონის ცილისწამება.

 

ისე კი, თუ მართლა გვინდა, რომ ილიას გზაზე ვიაროთ, ცოტა ექვთიმეს წილიც უნდა იყოს ჩვებს გულებში და ცხოვრების წესში, ილიასიც, აჰმედ მელაშვილისაც და ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველის - გრიგოლ ხანძთელისაც“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner