logo_geo
eng_logo
დავით ბაძაღუა: დაველოდოთ პასუხს! გამარჯობა, გინესის რეკორდების ადმინისტრაცია!
- +

3 თებერვალი. 2020. 02:00

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დაველოდოთ პასუხს!

გამარჯობა, გინესის რეკორდების ადმინისტრაცია!

მე ვარ დავით ბაძაღუა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. მაქვს კარგი იდეა. ჩვენ შევქმნით მსოფლიოში ყველაზე დიდ პორტრეტს. პორტრეტის ზომა 30000 კვადრატული მეტრია. მის შექმნაში მონაწილეობს 300 მხატვარი (და არა მხოლოდ მხატვრები - დამხმარედ მეორე 300 ადამიანი გვჭირდება). პორტრეტი გამოისახება მიწაზე რელიეფურად. ადგილმდებარეობა საქართველოშია - ქალაქ თბილისთან ახლოს. მონაწილე მხატვრები იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. პორტრეტზე გამოისახება ქართველი მხატვარი ფიროსმანი. პორტრეტის ადგილი მცირე ზომის მთა არის, 45% დახრით. გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი დაინტერესების შესახებ.

დამატებითი განმარტება:

ეს პროექტი ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს;

მხატვრები ერთი თვე იმუშავებენ ჰონორარის გარეშე;

ტურისტებისთვის ეს ადგილი გახდება მიმზიდველი;

შესრულდება ადგილობრივი მიწის რელიეფური დამუშავებით;

ვეძებთ ყველა სახის სპონსორს, მაგრამ ვფიქრობ, მოსახლეობის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება!

 

გინესს არ დაველოდებით - ჩვენთვის მნიშვნელოვანი სივრცეში ფიროსმანის გაცოცხლებაა!

„სივრცეში ფიროსმანის გაცოცხლება" - ეს პროექტის სახელწოდებაა!

აუცილებლად ყველამ გააზიარეთ - არ დაიზაროთ!

 

 

Hello Guinness Records Administration.

I am David Badzagua. Chairman of the Union of Artists of the Autonomous Republic of Abkhazia. I have a good idea. We will create the world's largest portrait. The portrait size is 30000 square meters. 300 artists are involved in the creation of the portrait. The portrait is displayed on the ground in relief. Location Georgia - near Tbilisi. Participating artists will be from different countries of the world. The portrait depicts a Georgian artist Pirosmani. The portrait place is a small mountain with a -45% slope. Please let us know your interest“, - წერს ბაძაღუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner