logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: თუ ვინმეს აწყობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს “ნაციონალური მოძრაობაა“
- +

16 მარტი. 2020. 00:31

 

 

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ახლა სრულიად სერიოზულად.

 

 

თუ ვინმეს აწყობს დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს ნაციონალური მოძრაობაა.

 

 

საგანგებო მდგომარეობა აჩერებს პოლიტიკურ პროცესს, ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ცვლილებები ვერ მოესწრება.

 

 

ეს ცვლილებები არ მოსწონს ნაცმოძრაობას. ზაფხულში ღიად აცხადებდნენ, რომ პროპორციულს არ დაუჭერდნენ მხარს. ახლა ღიად დესტრუქციულ ძალად წარმოჩენას ერიდება. მაგრამ ეს პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ ნაცმოძრაობას არ აწყობს. ამიტომ აწყობს დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

 

 

თან ყველაფერს ხელისუფლებას დააბრალებენ'' - წერს სოფიო ხორგუანი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner