logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: “ქართული მარში” ითხოვს სასწრაფოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას!
- +

16 მარტი. 2020. 23:04

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“1 თვეა “ქართული მარში” გეხვეწებოდათ ჩაკეტეთ საზღვარიო ! დღეს რომ კეტავთ აქვს აზრი ? რატომ არ დაგვიჯერეთ - რატოოომ? დაგეჯერებინათ და რამდენი ადამიანი გადარჩებოდა ? ვერ ჩავკეტავთ, არასამთავრობოები იტყვიან მარშის ქსენოფობიას აყვა მთავრობაო ! ხოდა ამ სოროსელების შიშის გამო ეპიდემია შემოუშვით საზღვარზე და უამრავი ადამიანი გააუბედურეთ ! ახლა კორონავირუსი არც ლიბერასტს გაარჩევს, არც ეროვნულს, არც მდიდარს, არც ღარიბს და ეს ყველაფერი თქვენი ბრალი იქნება, იმათი ვინც საზღვრის დაკეტვას ეწინააღმდეგებოდით! ახლა მაინც დაგვიჯერეთ - “ქართული მარში” ითხოვს სასწრაფოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას - ერთადერთი გამოსავალი ესაა. ხვალ უკვე ესეც გვიანი იქნება !“ - წერს სანდრო ბრეგაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner