logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი: სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მაროდიორები!
- +

30 მარტი. 2020. 19:57

 

 

სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მაროდიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნისა და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

 

 

 

როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირუსის მართვისა და პრევენციის საუკეთესო მაგალითს იძლევა.

 

 

 

 

 

სააკაშვილსა და ნაცებს დაახლოებით ვიცით, რაც უნდა ვუპასუხოთ:

 

 

 

 

 

სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მაროდიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნისა და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ.

 

 

 

 

 

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირუსის მართვისა და პრევენციის საუკეთესო მაგალითს იძლევა.

 

 

 

 

 

ამ გააზრებული და ეფექტური პოლიტიკის ნაწილია თანამემამულეთა გეგმაზომიერი დაბრუნების დაგეგმარება აღსრულება და კონტროლი.

 

 

 

 

 

ჩვენ პირველი ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში, ვინც პანდემიის დროს მოქალაქეების სპეცრეისებით დაბრუნება დაიწყო სამშობლოში.

 

 

 

 

 

დღეის მდგომარეობით, უკვე 4000-ზე მეტი (ტრამპი რომ ამაყობს, იმაზე მეტი) მოქალაქე დავაბრუნეთ ისე, რომ არც მათ (დაბრუნებულებს) და არც ქვეყანას დამატებითი რისკები არ შეჰქმნია.

 

 

 

 

 

ჩვენი პოლიტიკა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხო და გეგმაზომიერი დაბრუნებაა და ასეც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით“. - აცხადებს ხაბარელი.

 

 

 

 

 

მისივე თქმით, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას აქვს რეპუტაცია და რენომე, რომელსაც მისი ბიოგრაფია ქმნის.

 

 

 

 

 

რაც შეეხება ავანტიურისტებს, რომლებიც ამ თემით უსინდისოდ სპეკულირებენ, მათ ერთი სული აქვთ, რამენაირად უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ ადამიანებს, უმართავი გახდეს სიტუაცია, რომ ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვას პროცესს და პანდემიის გამო, საქართველოც ჩამოშლის ზღვარზე დადგეს ზოგიერთ სხვა ქვეყანასავით.

 

 

 

 

 

საშინელებაა, როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად მზად ხარ, საკუთარ ხალხისა და ქვეყანას ეს უსურვო და არათუ უბრალოდ უსურვო, არამედ იმოქმედო ამ შედეგის მისაღებად.

 

 

 

 

 

თუმცა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას აქვს რეპუტაცია და რენომე, რომელსაც მისი ბიოგრაფია ქმნის.

 

 

 

 

 

განსაცდელში ჩავარდნილ ხალხზე ზრუნვის კუთხით, ნაცების ბიოგრაფიის ნაწილია აგვისტოს ომში ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეული მთავარსარდალი და წითელ ხიდს მიმწყდარი მათი პოლიტიკური ელიტა, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორი და შიდა ქართლის სოფლები, ოკუპანტს შეტოვებული უმეთაუროდ დარჩენილი ჯარი და ჩვენი გმირების მიტოვებული ცხედრები;

 

 

 

 

 

ერთხელ ხომ უკვე დააბრუნა ავანტიურისტმა სააკაშვილმა რუსეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები თავის ავანტიურების გამო სატვირთო თვითმფრინავებით (გამოყრა).

 

 

 

 

 

ამიტომ ახლა მოეშვან მავნებლობას, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაზიანების კიდევ ერთ სამარცხვინო მცდელობას და მართლა დარჩნენ (დაეტიონ) სახლებში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - წერს შოთა ხაბარელი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner