logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მალე შევძლებთ ორი ვირუსის - კორონაციზმი-5-ის და კოვიდ-19-ის დამარცხებას
- +

2 მაისი. 2020. 12:21

 

 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კოვიდ-19-ის და კორონაციზმი-5-ის მსგავსებაზე საუბრობს.

 

 

ყაველაშვილის თქმით, ქართველ ერს მსგავს ვირუსთან ბრძოლის უკვე საკმაოდ დიდ ხნიანი გამოცდილება აქვს და მას კორონაციზმი-5 (COVID-5) ჰქვია.

 

 

„სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, გამოცემები და ექსპერტები აღნიშნავენ საქართველოს კოვიდ-19-თან წარმატებულ ბრძოლას და ბევრ მათგანს უკვირს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მოახერხა ეს. მაგრამ, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ერს მსგავს ვირუსთან ბრძოლის უკვე საკმაოდ დიდ ხნიანი გამოცდილება აქვს და მას კორონაციზმი-5 (COVID-5) ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ ვირუსთან ბრძოლის ვაქციანა არ არის გამოგონილი, ქართველები მივეჩვიეთ არა მარტო მის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ მასთან თანაცხოვრებასაც კი. უკანასკნელი მოვლენენები ცხადყოფს, რომ კორონაციზმი-5 (COVID-5)-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრად უფრო მალე იქნება დამზადებული (სავარაუდო თარიღად ოქტომბერი სახელდება), ვიდრე ახალი კოვიდ-19-ის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ორი ვირუსის კიდევ უფრო მალე დამარცხებას, თუ მეცნიერულად შესწავლილი იქნება ორივე მათგანის გენეტიკური კოდები, რომლებიც როგორც ფაქტები მეტყველებენ, ძალიან მსგავსი და ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს ორივე ეს ვირუსი მსგავსი ხერხებით ებრძვის საქართველოს“, - წერს ყაველაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner