logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გუშინ ხაშლამასავით ჩამოტარებულ სააკაშვილს, ვერც გიორგი თარგამაძის მარილმა უშველა
- +

14 მაისი. 2020. 18:44

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მე მივეკუთვნები ტელემაყურებელთა იმ კატეგორიას, რომელიც ოსტაპ ბენდერის როლის საუკეთესო შემსრულებლად არჩილ გომიაშვილს მიიჩნევს. მაშასადამე, მიხო სააკაშვილის ანალოგია ჩემთვის „შესანიშნავი კომბინატორი“ არა მხოლოდ არსებითი, არამედ ვიზუალურიცაა. „განხორციელების“ მთავარი ტექნიკა შეიძლება აღწერილი იყოს „ოქროს ხბოს“ უკვდავი ბეჭდით პირველი თავიდან – „ლეიტენანტ შმიდტის შვილი“ – ამის შესახებ ცნობილი უკრაინელი პუბლიცისტი, დიმიტრი ჯანგიროვი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

არადა ამ მართლაც სწორი და საინტერესო შეფასებისგან განსხვავებით, გუშინ გიორგი თარგამაძემ თავის გადაცემაში სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კოიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა, საკმაოდ უცნაურ კონტექსტში წარმოაჩინა.

 

 

მან სააკაშვილი ჯერ იმ ჯაჭვის მთავარ რგოლად „დაგვანახა“, რომლითაც საქართველოსა და უკრაინის ბედი ერთმანეთთან არის „გადაფსკვნილი“, ხოლო შემდგომ სცადა აემაღლებინა ამ ავანტურისტის „იმიჯი“ და გვითხრა რომ მისი დანშვნა დასავლეთელი გავლენიანი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგია.

 

 

იმას, რომ სააკაშვილი ვერასდროს იქნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დადებითი ფაქტორი, ამ არსების მიმართ ქართული და უკრაინული საზოგადოების აშკარად გამოხატული ანტიპატია გვაჩვენებს (არ ჩამოვთვლი. ყველამ კარგად ვიცით).

 

 

რაც შეეხება მის „გავლენიან მფარველებს“ დასავლეთში, მოვიყვან ამონარიდს ჯანგიროვის ფბ პოსტიდან – „საქართველოდან გაქცევის შემდეგ, მიხეილ ნიკოლაევიჩმა აიღო „მოხეტიალე რეფორმატორის“ როლი, რომელიც ვაშინგტონში მაღალ-მაღალი მფარველებით ტრაბახობდა. პაროლმა „მე ვარ მაკ-კეინისაგან“ „გაქაჩა“ პეტრო პოროშენკოსთვის, თუმცა, მაკ-კეინმა „ოდესელი მიშკა“ არც კი მიიწვია, როცა უკრაინაში ჩავიდა რიგ გუბერნატორებთან შესახვედრად“.

 

 

დღეს სააკაშვილისა და კორონაცებს დასავლეთში ფაქტობრივად ყოვლად „უწონო“ მფარველები წარმოადგენენ, რომელთა „მოღვაწეობა“ რეალური დასავლეთის შეფასებებისგან 180 გრადუსით განსხვავდება. მართლაც სასაცილოა ვინმე კუბილაუსისა და კიზინგერის „შეშფოთებები“ იმ თანამშრომლობასთან, რაც საქართველოს თუნდაც ამ პანდემიის დროს აშშ-ს ადმინისტრაციასა და ევროკავშირთან აქვს.

 

 

ეს „შეშფოთებები“ კი მხოლოდ და მხოლოდ „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათვლილი და მომხრეებისთვის „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ უღიმღამოდ შეხსენებაა.

 

 

მიკლედ რომ ვთქვა, გუშინ ხაშლამასავით ჩამოტარებულ სააკაშვილს, ვერც გიორგი თარგამაძის მარილმა უშველა, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ რაც არ უნდა სიმპატიურად გამოიყურებოდეს მიმტანი და რაც არ უნდა დახვეწილად ბაასობდეს, გაფუჭებული პროდუქტისგან დამზადებული კერძი არ ვარგა“ – წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner