logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ, უკვე „დაალაგეს“ ჩვენებები!!!
- +

7 ივლისი. 2020. 11:15

 

 

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების საჯარო განხილვების საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არ მინდოდა, აქ, ამ საქმეზე რაიმე მეთქვა, მაგრამ, ტელეეთერები დუღს:

 

- ყველა „ეცნობა“ და საჯაროდ ციტირებს „ჩვენებებს“ (გამოკითხვის ოქმებს)!

 

- ყველას აქვს ვერსია, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით!

 

- ბევრი „უკვე“ აღარ ენდობა გამოძიებას!

 

- ბევრი უკვე „მკვლელების“ უმკაცრეს დასჯას ითხოვს! - ქუჩაში გამვლელებს, სატელევიზიო ინტერვიუში, გამოაქვთ ვერდიქტი!!!

 

- სატელევიზიო ინტერაქტივი ნაფიცი მსაჯულების კომპეტენციას ითავსებს!!!

 

რეალურად კი ჯერ არაა ცნობილი, თუ რით დაიღუპა ახალგაზრდა ვაჟი!!!

 

ერთ გადაცემაში, საერთოდ, გარდაცვლილის გადაადგილების ტრაექტორია „აღადგინეს“!!!

 

მძიმე შედეგები იქნება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის, იმიტომ, რომ, მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ, სახალხოდ, უკვე „დაალაგეს“ ჩვენებები!!!

 

ჰო, „დამნაშავე“ - სახელმწიფოაო!!!!

 

კითხვა მაქვს: და სასამართლო „გვჭირდება“, საერთოდ?!“ - წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner