logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რაც ჩვენთან ხდება ბოლო ორ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ისეთივე მარაზმია, რაც რუსეთში „ეფრემოვის საქმეზე“
- +

11 აგვისტო. 2020. 17:07

 

 

„რაც ჩვენთან ხდება ბოლო ორ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა შოუც იდგმება, ისეთივე მარაზმია, რაც რუსეთში „ეფრემოვის საქმეზე“, -  ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

სრული მარაზმია, რაც მსახიობ „ეფრემოვის საქმესთან“ დაკავშირებით რუსეთში ხდება.

 

ნამდვილ შოუდ აქციეს.

 

ამას წინათ აჩვენეს, რომ ეფრემოვის ადვოკატი პაშაევი სასამართლო სხდომაზე, პომპეზურად, მეიბახით მივიდა, ხოლო გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი დობროვინსკი - როლს-როისით.

 

შემდეგ სხდომაზე დობროვინსკი სკუტერით მივიდა და ღიმილით პოზიორობდა პრესასთან - ყველას მოვუწოდებ, ძალიან ცოტა დრო დავხარჯე მოსასვლელადო.

 

ისე იქცევიან, თითქოს რომელიმე კინოპრემიის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდნენ.

 

ორთავე საკმაოდ ძვირადღირებული ადვოკატია, თუმცა თუ ეფრემოვისთვის გასაკვირი არაა ძვირი ადვოკატის აყვანა, დისტრიბუციის მძღოლის ოჯახის მხრიდან რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატის დაქირავება, გასაკვირზე მეტია.

 

ვინც თვალს ადევნებს, ეცოდინება, რომ ეფრემოვმა უარყო ადრე გაკეთებული საჯარო აღიარება და ადვოკატის რჩევით "აწვებიან" ვერსიას, რომ ავარია არა ეფრემოვს, არამედ მის ჯიპს მოუვიდა. შემდეგ განაცხადეს, რომ გამოძიებამ დაამტკიცოს იჯდა თუ არა საჭესთანო.

 

ამ ტრაგედიას ეძღვნება ხმაურიანი ტოკ-შოუები, სტატიები, რეიტინგებზე კეთდება ფული და პოლიტიკა. შოუ დიდხანს გასტანს.

 

რატომ დავწერე ამ ამბის შესახებ.

 

რაც ჩვენთან ხდება ბოლო ორ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა შოუც იდგმება, ისეთივე მარაზმია, რაც რუსეთში ეფრემოვის საქმეზე.

 

თავს მედასავლეთეებად მიიჩნევთ და იქცევით ისე, როგორც იმ წუმპეში მყოფნი, რომლებსაც თითქოსდა ებრძვით.

 

თქვენ არ გადარდებთ არც საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება, არც გარდაცვლილის უფლებები, ისე შეძვერით თეთრეულში და იქექებით.

 

ამ ტრაგედიის "განხილვის" თემას ცალკე დავუბრუნდები. მანამდე გეტყვით, რომ რაც ხდება, გამოძიების და სიმართლის დადგენის კეთილშობილური მიზნით ვერ შეიფუთება“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner