logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ყველა ბოლო კვლევებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს
- +

14 სექტემბერი. 2020. 16:35

 

 

„GORBI: GD 56.3%, UNM 11.9%, Alliance of Patriots 7.1%, European Georgia 4.8%, Giorgi Vashadze, junior 3.5%, Labour 3.3%, Lelo 2.9%, Girchi 2.7%, Burjanadze 1,7%

 

ყველა ბოლო კვლევებით, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს პროპორციულად. და რასაც სულ ვიმეორებ - ნაცების რეიტინგი ფსკერისკენაა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ანალიტიკოსი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს:

 

„დიდ გამძლეობას ვუსურვებ არჩილ თალაკვაძეს ოპოზიციური პოლიტზოოპარკის მოთოკვაში. ვიცით, შეძლებს დიპლომატიურად. მიხარია, რომ „იმედის" პრომო-კლიპზე ავარდა და ჩამოიშალა გვარამია. კარგად გათვალეს „იმედის" მენეჯმენტში, ბრავო მათ! სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი კი, 1, 2, 3 ნოემბერს და შემდგომში საკმაოდ ფხიზლად ვიქნებით ქვეყნის დაცვაში. ნაცებსა და მათ შეთხელებულ ფასიან ვასალებს ამ ქვეყანას არ/ვერ ჩამოვაშლებინებთ! მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - აღნიშნავს გია აბაშიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner