logo_geo
eng_logo
დათო გოგიშვილი: „რესპუბლიკელებზე“ რატომ ბრაზდებით?
- +

4 მარტი. 2016. 18:27



თქვენ გაუშვებდით ხელიდან და დაკარგავდით იმ კომფორტის შანსს, რომელსაც ქართული ოცნება" უქმნის რესპუბლიკელებს"? ამიტომ, პროტესტის ადრესატი შეარჩიეთ სწორად!" - გთავაზობთ ბლოგერ დათო გოგიშვილის facebook-სტატუსს:


საქართველოს რესპუბლიკური პარტია შეიქმნა 1980 წელს თბილისში, ვაკეში, ყოფშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ" ბინაში. რესუბლიკელების" გააქტიურება ეპიზოდურად ჩანს 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილღოისძიებების დროს. ეროვნული მოძრაობის აღზევების დროს ძირითადი წარმმართველი ბირთვი იყო: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ჰელსინკის კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახალხო ფრონტი. რესპუბლიკური პარტია აქაც უკანა ფლანგზე და ჩრდილში იდგა. საქართველოს უზენაეს საბჭოში წარმოდგენილი იყო რამდენიმე დეპუტატით, 1991-1995წწ. იყვნენ აჭარის უზენაეს საბჭოში. აქტიურად ფიგურირებდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, წარმოდგენილნი იყვნენ დროებით მთავრობასა და1992-1995 წწ. მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატით. მას შემდეგ ქართულ პოლიტიკაში მუდმივად ეკავათ ნომინალურად ცვედანი, თეორეტიკოსი პრადვინუტების" პოზიცია. 1999 წელს ედპ-სთან სცადეს ალიანსის გაკეთება, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახეს. პარტიას ჩამოუარა საოცნებო, ნანატრმა მატარებელმა, ღმერთის მიერ საშველად გამოგზავნილმა ნავმა ქართული ოცნების" სახით. დამისახელეთ ღირსების შელახვის დონე, რომელიც ნერვს აუტოკებს რესპუბლიკელებს"? გითხრათ კიდეც არჩევანში" - „ალასანიას ნერვებმა უმტყუნაო".რესპუბლიკელებზე" რატომ ბრაზდებით?? ვისაც პრეტენზია გაქვთ კომპეტენტურ, მიუკერძოებელ და ობიექტურ ანალიტიკაზე, უპირველეს ყოვლისა, როცა რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაში პოზიციის დაფიქსირებას შეუდგებით, უნდა შეძლოთ და მათ ადგილზე უნდა წარმოიდგინოთ თქვენი თავი. ერთი ძალიან ბრძნული ქართული ანდაზა გვეუბნება: გაუვიდა მელასაო, მოუმატა კბენასაო" - თქვენ გაუშვებდით ხელიდან და დაკარგავდით იმ კომფორტის შანსს, რომელსაც ქართული ოცნება" უქმნის რესპუბლიკელებს"??? ამიტომ პროტესტის ადრესატი შეარჩიეთ სწორად! რესპუბლიკური პარტია მოცემულ სიტუაციაში იქცევა ძალიან სწორად, ამ პარტიის სამომავლო სტრატეგიული და გავლენის პოზიციების განმტკიცების გზაზე ქართულ პოლიტიკაში", - წერს გოგიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×